logo
ENG



გახარია: კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა გადაწყვეტილია

24 დეკ 202015:17
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა გადაწყვეტილია

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფა გუნდში უკვე გადაწყვეტილია. დღეს, 24 დეკემბერს პარლამენტში გამოსვლისას გახარიას ამ განაცხადს დეპუტატების მხრიდან აპლოდისმენტები მოყვა. 

"ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურის და სპორტის სამინისტრო, როგორც ადრე იყო, განათლების სამინისტროს გამოეყოფა. ეს დამოკიდებულია საკანონმდებლო პროცედურებზე, სამართლებრივ პროცედურებზე. ვფიქრობ თებერვალს არ გადასცდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ფორმულას ინფორმაციით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ უწყების მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნა განიხილება.  

კულტურის სამინისტროს გამოყოფაზე თავდაპირველად უმრავლესობის წევრმა, გია ვოლკსიმ გაავრცელა ინფორმაცია.


close დახურვა