logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა

24 დეკ 202017:17
3 წუთის საკითხავი
clock 894

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა. ოჯახს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა, თუმცა როგორც გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი ამბობს, სხვა დეტალებს მისთვის უცნობია. 

ოჯახის თქმით, ისინი აპირებენ, რომ წითელ ჯვარს მიმართონ და ზაზა გახელაძეს ამანათი გაუგზავნონ.  

"ეს შეუფასებელია, რა უნდა ვთქვათ?! ველოდით, რომ რაღაც ცვლილებები იქნება 5 თვის მერე მერე. მითხრეს, რომ მტკიცებულებები უკვე მოაგროვეს. რატომ გადავადდა არ ვიცი, ვის ნერვებზე თამაშობენ არ ვიცი, ვის აწყობს რომ ის იქ იყოს?!", - ამბობს ირმა ბუთხუზი. 

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 11 ივლისიდან ოკუპანტების ტყვეობაშია - მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ. მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან. გახელაძე ფეხშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია.


close დახურვა