logo
ENG



თელავში გუშინ მომხდარი მკვლელობა აქტივისტებმა შსს-ს შენობასთან გააპროტესტეს

26 დეკ 202015:34
3 წუთის საკითხავი
 

თელავში გუშინ მომხდარი მკვლელობა აქტივისტებმა შსს-ს შენობასთან გააპროტესტეს. 

აქციის მონაწილეები სოფელ იყალთოში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურნენ, როცა საავადმყოფოს დირექტორს, ზურაბ საჩიშვილს თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსმა ესროლა და მოკლა

აქტივისტების თქმით, პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ეკისრება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდაცავი უწყება ჩამოშლილია და თავად პოლიციელები სჩადიან დანაშაულს.

მათივე თქმით, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში გამოუძიებელი საქმეები მრავლადაა, რომელსაც მმართველი გუნდი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს. 


close დახურვა