სამგორის ბაზრობაზე რეგიონებიდან ჩამოსულმა გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საახალწლო დღეებში ვაჭრობის უფლებას მოითხოვდნენ.
როგორც გარემობაჭრეები ამბობენ, ისინი საახალწლო პერიოდში ბაზრობაზე ყოველ წელს ჩამოდიოდნენ და თავიანთ პროდუქციას ყიდდნენ, თუმცა წელს დაწესებული შეზღუდვების გამო, მათ ამის საშუალება არ ეძლევათ. გარემოვაჭრეების თქმით, ისინი წინასაახალწლოდ შემოსავლის გარეშე რჩებიან.
"მოთხოვნაა, რომ გაგვიშვან და გვამუშაონ ამ ახალ წელს, რომ რაღაც 2 კაპიკი გავაკეთოთ და შევიტანოთ სახლში",-ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის მიმდინარეობის დროს ცნობილი გახდა, რომ გარემოვაჭრეებს სამგორის ბაზრობაზე თავიანთი პროდუქციის გაყიდვის უფლება მხოლოდ დღეს, 27 დეკემბერს მიეცემათ.
შეგახსენებთ, საკოორდიანაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას მხოლოდ აგრარული ბაზრები, წესების სრულად დაცვის პირობით, გააგრძელებენ.
რა შეზღუდვები რჩება ძალაში 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სრულად წაიკითხეთ აქ.