logo
ENG



ბოკერია: რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები

28 დეკ 202016:24
3 წუთის საკითხავი
clock 793
ბოკერია: რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები

გიგა ბოკერია ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს, ვინაიდან გადადება ქვეყნისთვის სახიფათოა. 

ბოკერიას ჟურნალისტებმა მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე კითხეს - ლელოს ლიდერმა თქვა, რომ იდეალური იქნებოდა, რიგგარეშე არჩევნები 2021 წელს დანიშნულიყო, თუმცა, ეს 2022 წელსაც შესაძლებელია. 

2022 წელს რიგგარეშე არჩევნები, ოპოზიციის პროტესტის შემდეგ სერბეთში დაინიშნა. 

"არანაირი სერბული მოდელი არ არსებობს. სერბეთის მაგალითი მოიყვანა საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმა, ძალიან მნიშვნელოვანმა ფიგურამ ჩვენთვის და ევროპარლამენტშიც - სერბეთშიც ქვეყნის ხელისუფლება დაგვიანებით, მაგრამ მიხვდა, რომ იმ ვითარების შენარჩუნება, როცა პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ნდობა არ გაქვს, შეუძლებელია, თუ რჩები ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის და ინტეგრაციის ჩარჩოში. ამის მაგალითად მოიყვანა, არაფერ შუაშია კონკრეტული თარიღები". - თქვა გიგა ბოკერიამ. 

2022 წელს რიგგარეშე არჩევნების დანიშნა სერბეთის მაგალითის გათვალისწინებას ნიშნავს. 2020 წლის ზაფხულში საპროტესტო გამოსვლების და ოპოზიციის მიერ არჩევნების პირველივე ტურიდან ბოიკოტის შემდეგ სერბეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, მომდევნო არჩევნები არა 2024 წელს, არამედ 2022 წელს დაენიშნა. 

სერბული მოდელის გამოყენება საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ურჩია. 

X მოწვევის პარლამენტს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ოპოზიციის მოთხოვნებს შორის არის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტიკური პატიმრების გათაგისუფლება, ასევე, საარჩევნო სისტემის რეფორმა. 

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის, დასავლელი ელჩების ფასილიტაციით, მოლაპარაკებების 4 რაუნდი ჩატარდა, თუმცა, უშედეგოდ. ხელისუფლება ჯერჯერობით მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმას თნხმდება

მანამდე კი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საპარლამენტო მუშაობაში მხოლოდ ერთი პარტია, ქართული ოცნება მონაწილეობს. მათ უკვე დაამტკიცეს მთავრობა. 


close დახურვა