logo
ENG



სამადაშვილი: წარმატებები ხოშტარიას, 2021 წელს ბევრი პოლიტიკური სიახლე გველოდება

28 დეკ 202016:42
3 წუთის საკითხავი
clock 559
სამადაშვილი: წარმატებები ხოშტარიას, 2021 წელს ბევრი პოლიტიკური სიახლე გველოდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ევროპული საქართველოდან ელენე ხოშტარიას წასვლას Facebook-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოებას 2021 წელს ბევრი პოლიტიკური სიახლე ელოდება.

"წარმატებები ელენე ხოშტარიას! დარწმუნებული ვარ, გაცილებით წარმატებული იქნება პოლიტიკურ ასპარეზზე ახალ და დამოუკიდებელ როლში. ზოგადად, ახალ, 2021 წელს, ბევრი პოლიტიკური სიახლე გველოდება, რომელიც ჰაერივით სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას", - წერს სამადაშვილი.

ხოშტარიამ პარტია დღეს, 28 დეკემბერს დატოვა. ხოშტარია აცხადებს, რომ სხვა პარტიაში გადასვლას არ გეგმავს. მისი თქმით, ის ახალი პლატფორმის, ახალი ძალის შექმნას აპირებს. მისივე განცხადებით, არ განიხილება პარლამენტში შესვლის საკითხი.

პარტიაში ამბობენ, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.


close დახურვა