ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. ინფორმაცია "ფორმულას" ეკა ხოფერიამ დაუდასტურა. მისი თქმით, შეთავაზება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან, რუსლან აბაშიძისგან მიიღო.
"გიდასტურებთ, დავინიშნე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად. დღეს უნდა წარმადგინოს ბატონმა რუსლან აბაშიძემ", - განაცხადა ხოფერიამ.
ხოფერიას თქმით, შეთავაზება მის გამომცემლობა "სითისა" და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდობის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის შემდეგ მიიღო.