logo
ENG



ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

29 დეკ 202017:09
3 წუთის საკითხავი
clock 4306
ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ფორმულას NCDC-ში დაუდასტურეს.

მათი ცნობით, გამყრელიძეს სიმპტომები არ აქვს და სახლში მკურნალობს.

საქართველოში დღეს, 29 დეკემბერს ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.

ჯამში ქვეყანაში ვირუსის 224 155 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 208 951 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 443 კი გარდაიცვალა.


close დახურვა