logo
ENG



ხოშტარია: პოლიტპატიმრების გასამხნევებლად ციხესთან მივდივართ, "პლაკატი" შვილმა დამიმზადა

31 დეკ 202012:08
3 წუთის საკითხავი
clock 998
2020/12/31/0slat00y6s13s5p.png

სამოქალაქო აქტივისტი ელენე ხოშტარია Facebook-ზე წერს, რომ 31 დეკემბრის საღამოს გლდანის ციხესთან პოლიტპატიმრების გასამხნევებლად ენმ-ის წევრთან, ხატია დეკანოიძესთან ერთად მივა.

ხოშტარიას თქმით, ვერ ახერხებს იმ ადამიანის ნახვას, ვინც პლაკატებს წერს. მის ნაცვლად "პლაკატი" ხოშტარიას შვილმა დაუმზადა, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"დღეს საღამოს მე და ხატია დეკანოიძე გლდანის ციხესთან მივდივართ პოლიტპატიმრების გასამხნევებლად. თამთა გოგოლაძე, რომელიც პლაკატებს წერს ხოლმე სახლშია, ვერ ვნახავ. რა ვქნა, რა ვქნა და ჩემ შვილს, ნატალიკოს ავუხსენი რისთვის მინდა და ეს გამიკეთა. სიმეტრიაზე არ დამიწყოთ ლაპარაკი, საუკეთესო პლაკატია და ამით წავალ", - წერს ხოშტარია.

ამ დროისთვის გლდანის ციხეში იმყოფებიან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. გლდანის ციხეშია "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუაც.


close დახურვა