logo
ENG



TASS:პუტინმა პეტრაკოვს საქართველოს და მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დადგენა დაავალა

03 იან 202114:51
3 წუთის საკითხავი
clock 1243
2021/01/03/h7rrgutuj0nrf4p.png

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად მიხაილ პეტრაკოვი დანიშნა. პუტინის შესაბამისი განკარგულება სპეციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას TASS ავრცელებს. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, პეტრაკოვი ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე.

TASS იტყობინება, რომ განკარგულების თანახმად, "სპეციალურ წარმომადგენელს ასევე დაევალა რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან".

მანამდე პეტრაკოვი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატად მუშაობდა და უწყების კრიზისული დეპარტამენტის ხელმძღვანელიც იყო. მან იგორ ბრატჩიკოვის თანამდებობა დაიკავა, რომელიც სლოვაკეთში ელჩად დანიშნეს. 


close დახურვა