logo
ENG



ლორთქიფანიძე: პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს

06 იან 202113:11
3 წუთის საკითხავი
clock 566
2021/01/06/q1zquhz1gtc9ky2.jpg

იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდსიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. ლორთქიფანიძის თქმით, 31 დეკემბრიდან დაწესებულებებში ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო.

ლორთქიფანიძის თქმით, ამ ეტაპისთვის ტესტირება ჩატარებულია არასრულწლოვანთა და ქალთა დაწესებულებებში.

"ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს. პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო 31 დეკემბრიდან პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება. პირველ რიგში, ამას არასრულწლოვნების პენიტენციური დაწესებულება დაექვემდებარა, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი. შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე და 23 შემთხვევაში დადასტურდა კოვიდი. ყველა ეს ადამიანი და მათი თანამესაკნეები არიან იზოლირებული", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, პატიმრის კოვიდინფიცირების შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება. ლორთქიფანიძის თქმით, ამ ეტაპზე, შეშფოთების არავითარი საფუძველი არსებობს.

 


close დახურვა