logo
ENG



NBC: კაპიტოლიუმში შეჭრის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა

07 იან 202102:51
3 წუთის საკითხავი
clock 1643
2021/01/07/6lywfboelmzn8z8.jpg

NBC-ის ცნობით, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოები ადასტურებენ. 

ცოტა ხნის წინ CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენობაში მყოფი ერთ-ერთი ქალი გულ-მკერდის არეში დაიჭრა. 

ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმში სენატის ფრთიდან შეჭრილი დემონსტრანტები გამოაძევეს, ამ დრომდე უცნობია, თუ რა ხდება წარმომადგენელთა პალატის მხარეს. 

სამართალდამცველებმა შენობაში და რესპუბლიკელთა ნაციონალური კომიტეტის ოფისში ორი ხელნაკეთი ბომბი იპოვეს და გაანეიტრალეს. 

მათი ცნობით, მოწყობილობები აფეთქების რეალურ საფრთხეს შეიცავდა. 

აშშ-ის მოქმედმა და არჩეულმა პრეზიდენტებმა ბაიდენმა და ტრამპმა დემონსტრანტებს კაპიტოლიუმის შენობის დატოვებისკენ და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს. 

ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში ადგილობრივი დროით 14:30 სთ-ზე შეიჭრნენ


close დახურვა