logo
ENG



შამბა ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარებაზე: ამის საჭიროება არ არსებობს

08 იან 202115:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/08/gp8zfuk1ork73bq.jpg

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ-მა უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ sova news-თან განაცხადა, რომ სოხუმს ტყის ხანძრების ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ გალში უკვე მე-4 დღეა ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. 

"ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენი სამსახურები ხანძარს უმკლავდებიან", - განაცხადა შამბამ. 

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ხანძრის ქრობის სამუშაოებში დახმარება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობას 5 იანვრიდან სთავაზობს. 

დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძართან გამკლავებაში ვერტმფრენებით დახმარებაც შესთავაზა. 

"კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში", - განაცხადა მინისტრმა. 

ოკუპირებულ გალში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა. ხანძარი არის ოკუპირებულ გაგრაშიც. ამის შესახებ ინფორმაციას სპუტნიკ აბხაზია ავრცელებს. მედიასაშუალების ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზე არის გავრცელებული ხანძარი. ადგილზე მუშაობს 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 11 მაშველი


close დახურვა