logo
ENG



TDI: მიტროპოლიტმა იოანემ ანტისემიტური განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს

08 იან 202121:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/08/ziiiu1xkdm3gssn.jpg

ტოლერანტობის და მრავალფეროვმნების ინსტიტუტი მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადებას ეხმაურებარომელშიც აღნიშნულიარომ დეკანოზ ილია კარკაძის 4 იანვრის ქადაგება "სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართარ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით"

განცხადებაში მიტროპოლიტი ასევე აღნიშნავსრომ მან დეკანოზ ილია კარკაძეს შენიშვნა გამოუცხადა და რომ დეკანოზი წუხს ნათქვამი სიტყვების გამო.

 TDI მიტროპოლიტის მიერ დეკანოზ ილია კარკაძის განცხადებას მიესალმება, თუმცა მიიჩნევსრომ აღნიშნული რეაქცია არასაკმარისიაარასამთავრობო ორგანიზაცია თვლისრომ მიტროპოლიტმა იოანემ თავისი განცხადების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.

 "მივესალმებით მიტროპოლიტის მიერ დეკანოზ ილია კარკაძის ანტისემიტური განცხადების კრიტიკულად შეფასებას და მივიჩნევთრომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადადგმული პირველი სწორი ნაბიჯიათუმცაამავდროულადვთვლით, რომ აღნიშნული რეაგირება არასაკმარისია ეკლესიაში არსებული ანტისემიტიზმის და შეუწყნარებლობის პრობლემის დასაძლევად

სწორედ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის 20 დეკემბრის ქადაგებამ დაუდო საფუძველიანტისემიტიზმის ახალ ტალღასრასაც შემდეგ დეკანოზ ილია კარკაძის განცხადებები მოჰყვაამიტომმნიშვნელოვანიარომ მიტროპოლიტმა იოანემ შეაფასოს საკუთარი ქადაგებისპრობლემურობაც და ბოდიში მოიხადოს ანტისემიტური შინაარსის განცხადებებისთვის",- ნათქვამია გამცხადებაში.

შეგახსენებთ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა ანტისემიტური ქადაგებისას ებრაელებს უწოდა "ქრისტიანთა მდევნელი" და "ურწმუნო მოდგმა". მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ "ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ". მან პარალელი გაავლო ებრაელებს, "ურწმუნო მოდგმასა" და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ. 

ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გამოეხმაურა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას და მას "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა.

იოანე გამრეკელის ქადაგებას საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანიაც გამოეხმაურა. მან თქვა, იოანე გამრეკელს ანტისემიტური განცხადება არ გაუკეთებია. ჟვანიას მტკიცებით, "მეუფე იოანე მეოთხე საუკუნეში მომხდარ კონკრეტულ არასასიამოვნო ფაქტზე".

 

 

 


close დახურვა