logo
ENG



მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება

10 იან 202111:54
3 წუთის საკითხავი
clock 1093
მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება

ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. 

ინფორმაცია პენსის წარმომადგენელმა დაადასტურა.

ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ამით მოხარულია. 

"ეს მისასალმებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ადმინისტრაციის შეცვლის ისტორიული პრეცედენტი. შესაბამისად, მაიკისთვის, ვიცე პრეზიდენტისთვის, კარი ღიაა. ჩვენთვის პატივი იქნება მისი იქ ყოფნა და გარდამავლ ეტაპზე წინსვლა". - თქვა ბაიდენმა. 

ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ გეგმავს, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწროს. 

აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპი მეოთხე პრეზიდენტია, რომელიც მისი შემდგომი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ ესწრება. ამასთან, ბოლოს ასეთი რამ 1869 წელს მოხდა. 

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. 


close დახურვა