logo
ENG



ტიკარაძე: უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა ფაიზერის ვაქცინით იქნება შესაძლებელი

12 იან 202114:53
3 წუთის საკითხავი
clock 1637
2021/01/12/5udhidx2tny8ryi.jpg
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა ფაიზერის ვაქცინით იქნება შესაძლებელი. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ელჩთან საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხს. 

"ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო.

ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა ფაიზერის ვაქცინით იქნება შესაძლებელი - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა, არამხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.


close დახურვა