
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 618-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 403 ადამიანი, 26 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 438 კვლევა, აქედან 10 774 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 8 664 PCR-ით.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 750 შემთხვევა;
- აჭარა - 94;
- იმერეთი - 234;
- ქვემო ქართლი - 94;
- შიდა ქართლი - 103;
- გურია - 35;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126;
- კახეთი - 102;
- მცხეთა-მთიანეთი - 44;
- სამცხე-ჯავახეთი - 29;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 12 772 აქტიური შემთხვევაა. 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 788, აჭარაში - 350, იმერეთში - 768. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 816 პირი, მათ შორის, თბილისში - 370, აჭარაში - 68, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 7, იმერეთში - 26. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 295 - აჭარაში, 27 - იმერეთში. 8 320 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 496 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 243, აჭარაში - 55, ხოლო იმერეთში - 7. თვითიზოლაციაში იმყოფება 22 797 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 989 პირი, აჭარაში - 2 166, იმერეთში - 2 349.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 243 255-ს შეადგენს. აქედან 227 611 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 846 გარდაიცვალა.