logo
ENG



22 იანვარს სალომე ზურაბიშვილი NATO-ს გენმდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება

15 იან 202114:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/15/uoicsh8mk2fhmxz.jpg

22 იანვარს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში. შესაბამისი ინფორმაცია სტოლტენბერგის პრესსპიკერმა ტვიტერზე გაავრცელა. 

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიას დაესწრება. შეხვედრის შემდეგ მხარეები მედიისთვის განცხადებებსაც გააკეთებენ, პრესკონფერენცია თბილისის დროით 16:15 საათზეა ჩანიშნული. კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, მხოლოდ დისტანციურად დაუსვან კითხვა გენერალურ მდივანსა და საქართველოს პრეზიდენტს. 


close დახურვა