logo
ENG



გამოვლინდა COVID 19-ის 1236 შემთხვევა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ჩატარდა 15 152 ტესტი

16 იან 202110:51
3 წუთის საკითხავი
clock 491

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 247 025-ს მიაღწია. 

ჩატარდა 15 152 ტესტი, მათ შორის 9 208 ანტიგენის და 5 944 PCR ტესტი

გარდაიცვალა 23 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს სულ 2 916 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 189 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  231 385-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 485 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 219, ქვემო ქართლი - 55, შიდა ქართლი - 87, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   1 764, აჭარაში - 314, იმერეთში - 716. 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 770 პირი, მათ შორის, თბილისში - 359, აჭარაში - 61, იმერეთში - 186. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 7, იმერეთში - 27. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 255 - თბილისში, 303 - აჭარაში, 33 - იმერეთში. 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს  საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 225, აჭარაში - 107, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 15 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 21 237 პირი.


close დახურვა