logo
ENG



ავსტრია რუსეთს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

17 იან 202122:29
3 წუთის საკითხავი
clock 1030
2021/01/17/3s3h6lwkxindm8s.png

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში ალექსეი ნავალნის დაკავების გამო შეშფოთებას გამოხატავს. 

განცხადებაში უწყება რუსეთს ოპოზიციონერის გათავისუფლებისა და მასზე თავდასხმის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

"ღრმად შეშფოთებულები ვართ მოსკოვში ალექსეი ნავალნის დაკავებით. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ავსტრია მოუწოდებს [რუსეთს] ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, ასევე, სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიიდან რუსეთში ჩასული ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა.


close დახურვა