logo
ENG



Amnesty International: ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმარია

18 იან 202101:28
3 წუთის საკითხავი
clock 856
2021/01/18/rcc6i8ts90bq0qi.jpg

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სინდისის პატიმარს უწოდებს და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.

"ალექსეი ნავალნის დაპატიმრება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს მის გაჩუმებას. მისი დაკავება მხოლოდ ხაზს უსვამს ნავალნის მიერ წამოყენებული ბრალდებების გამოძიების აუცილებლობას, რომ ის მოწამლეს სახელმწიფო აგენტებმა, რომლებიც უმაღლეს დონეზე გაცემული ბრძანებით მოქმედებდნენ", - აღნიშნავს ორგანიზაციის მოსკოვის ოფისის დირექტორი.

ორგანიზაცია ვნუკოვოს აეროპორტში დაკავებულ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზეც წერს და რუსეთის ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

გერმანიიდან რუსეთში ჩასული ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა. 


close დახურვა