logo
ENG



გვარამია: 2 თებერვალს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს

20 იან 202113:14
3 წუთის საკითხავი
clock 1102
2021/01/20/mzcwjzr9yqdi9pa.png

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ გვარამიამ Facebook-ზე დაწერა.

"ბატონო ბიძინა, თქვენ წახვედით თუ არა, სასამართლომ ეგრევე დაკარგა დამოუკიდებლობა და საშინლად მოქცევა დაიწყო! პროკურატურაც აყვა!
აი, მაგალითად, მე, 2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს. აღარც რვა მარტის შეთანხმება ახსოვთ, აღარც კორონას გამო მორატორიუმი", - წერს გვარამია.

გვარამიას სასამართლო პროცესი განახლების შეტყობინება 2020 წლის 1-ელ დეკემბერს მიუვიდა. 2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. მიზეზად თბილისის საქალაქო სასამართლომ კორონავირუსი დაასახელა.

2019 წლის 9 აგვისტოს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე კვირაში, რუსთავი 2-ის მაშინდელ დირექტორს, ნიკა გვარამიას ბრალი რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, საჩივრის საფუძველზე წარუდგინეს. 

პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".


close დახურვა