logo
ENG



ვოლსკი: სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოსთვის არის საგანგებო მნიშვნელობის რესურსი

21 იან 202114:49
3 წუთის საკითხავი
clock 865
ვოლსკი: სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოსთვის არის საგანგებო მნიშვნელობის რესურსი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის არის დამატებით რესურსი, რათა კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინოს თუ რა რეალობა იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. 

ვოლსკის თქმით, არ ელოდება, რომ რუსეთის ამ თემაზე კონსტრუქციული პოზიცია ექნება, მაგრამ ამავდროულად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან გამკლავებაც გაუჭირდება.

"სტრასბურგის გადაწყვეტილება არის მძლავრი, საგანგებო მნიშვნელობის რესურსი, რათა საქართველომ თავის პოზიციები, პარტნიორებთან ერთად არა თუ დაიცვას, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე გამოჩნდეს თუ რა რეალობასთან გვქონდა 2008 წელს საქმე. ამისთვის რუსეთი იხდის და გადაიხდის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ფასს. ასე, რომ ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ამ ბრძოლაში სტრასბურგის გადაწყვეტილების რესურსი ჩვენს ხელშია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახურიცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.

სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა "ეფექტური კონტროლი" განახორციელა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონებზე, "ბუფერულ ზონაზე" 2008 წლის 12 აგვისტოდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რაც არის რუსეთის ჯარების ოფიციალურად გაყვანის თარიღი. ამ პერიოდის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენლობა იქ და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლებების დამოკიდებულება რუსეთზე, მიუთითებს, რომ მისი "ეფექტური კონტროლი" ამ ორ რეგიონზე კვლავ გრძელდება.

 


close დახურვა