CNN-ის ცნობილი თოქ-შოუს წამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლარი კინგს კორონავირუსი იანვრის დასაწყისში დაუდასტურდა, ის ლოს ანჯელესის კლინიკაში მკურნალობდა.
მას თანმხლები დავადებებიც აღენიშნებოდა. ტელეწამყვანს ჰქონდა დიაბეტი, ასევე რამდენჯერმე ჰქონდა გადატანილი გულის შეტევა. 2017 წელს მას ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა.
ლარი კინგს საავტორო თოქ-შოუ 25 წლის განმავლობაში მიჰყავდა. ჩაწერილი ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატები, სპორტსმენები და სხვა ცნობილი ადამიანები. 2010 წელს ის პენსიაზე გავიდა.