logo
ENG



სამინისტრო: თბილისის, ქუთაისის და რუსთავის სკოლებში შემსუბუქება 15 თებერვალს გადაიხედება

24 იან 202114:04
3 წუთის საკითხავი
 
სამინისტრო: თბილისის, ქუთაისის და რუსთავის სკოლებში შემსუბუქება 15 თებერვალს გადაიხედება

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ 15 თებერვალს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეფასდება და იმ შემთხვევაში, თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, შემდგომი შემსუბუქება განიხილება. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, 1-ლი თებერვლიდან ახლდება. 

"რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება დაგეგმილია 1 მარტიდან. 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, მოხდება შემდგომი შემსუბუქებების განხილვა". - აცხადებს უწყება. 

თბილისში მცხოვრები ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ და ითხოვენ გეგმას, როგორ აპირებს ხელისუფლება ბავშვების და მშობლების ინტერესების გათვალისწინებას. 


close დახურვა