logo
ENG



შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით განათლების სამინისტროსთან აქცია იმართება

25 იან 202112:19
3 წუთის საკითხავი
clock 574

კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი იმართება. აქციაზე ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ამბობენ, რომ უკვე ათი თვეა მათ მუშაობის საშუალება არ ეძლევათ.

სექტრორის წარმომადგენლები თქმით, 10 თვის განმავლობაში ის დახმარება, რაც სახელმწიფომ გამოუყო, მთთვის საკმარისი არ იყო.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მზად არიან კორონავირუსისთვის დაწესებული რეგულაციების დაცვით მუშაობა განაახლონ:

"უამრავი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. პირველი პრობლემა ეს არის, ფინანსური პრობლემა, რადგან უკვე მე-10 თვეა უმუშევრები ვართ და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, რაც იყო იმდენად მიზერული იყო, რომ 10 თვის განმავლობაში არანაირად გვეყოფოდა ეს დახმარება. ხელშესახებ დახმარებაზე საუბარი არ არსებობს, დღემდე არ გვაძლევენ მუშაობის უფლებას. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ იმ რეგულაციებით, რაც საჭიროა კოვიდთან დაკავშირებით, ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის",-ამბობს ქორეორაფიული ანსამბლის წარმომადგენელი.

სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, 16:00 საათზე აქცია იგეგმება მთავრობის ადმინისტრაციასთან.

22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა, კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტი და სკოლები მარტამდე არ აღდგება. 

სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა