logo

ევროკავშირი კოვიდვაქცინის ექსპორტის გამკაცრებას გეგმავს

26 იან 202109:47
3 წუთის საკითხავი
clock 138
2021/01/26/s8sv9u4fctjb5em.jpg

ევროკავშირი გეგმავს, გაამკაცროს ევროპაში წარმოებული კოვიდვაქცინის ექსპორტი ე.წ. მესამე ქვეყნებში. გასულ კვირას ასტრაზენეკამ ევროკავშირს განუცხადა, რომ წარმოების პრობლემის გამო, წევრ ქვეყნებს გამიზნულზე და შეთანხმებულზე ნაკლებს მიაწვდიდა.

ჯანდაცვის კომისარმა სტელა კირიაკიდსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მიმართავს ყველა ზომას, მისი მოქალაქეების დასაცავად.

კირიაკიდსმა Twitter-ზე დაწერა, რომ ორშაბათს ასტრაზენეკასთან გამართულმა მოლაპარაკებებმა უკმაყოფილება გამოიწვია მათი მხრიდან "სიცხადის არარსებობისა და არასაკმარისი განმარტებების გამო".

მისი თქმით, ვაქცინის შემქმნელებს აქვთ საზოგადოებრივი და კონტრაქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა დაიცვან.

კირიაკიდსი ამბობს, რომ ევროკავშირმა მოითხოვა ვაქცინის მიწოდების დეტალური გეგმა და ასტრაზენეკასთან მომდევნო შეხვედრა ოთხშაბათს ჩანიშნა. 

მანვე განაცხადა, რომ მომავალში კოვიდვაქცინის მწარმოებელმა ყველა კომპანიამ ევროკავშირში, მხოლოდ ადრეული შეტყობინების საფუძველზე უნდა გაიტანონ ვაქცინა ე.წ. მესამე ქვეყნებში. 

close დახურვა