კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს მაღაზიაში თავს დაესხნენ. ერთერთმა მოქალაქემ, ბაქარ ადამიამ მას "მოღალატე" უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა.
ფორმულას ჟურნალისტის მიერ გადაღებულ კადრებში ისმის, რომ ადამია მელაშვილს ეუბნება, რომ "ქვეყანაში სამართალი არსებობს და მას დანაშაული ფაქტებით დაუდასტურდება".
ფორმულას ინფორმაციით, ბაქარ ადამიანია ფეხბურთელია და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი.
აღსანიშნავია, რომ ობიექტის დაცვა გამოჩნდა მხოლოდ მაშინ, როცა ივერი მელაშვილმა სავაჭრო ცენტრი დატოვა.
ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ კარტოგრაფების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია დაიწყო. მაგალითად, ივერი მელაშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს ქართული ოცნების პარტაქტივი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და პარტიის მმხარდამჭერები. ამის დამადასტურებელი 100-ზე მეტი სქრინი პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელა. აღსანიშნავია რომ ამ კამპანიაში ჩართული არიან ულტრამემარჯვენე ჯგუფებიც, რომლებსაც აქციაც ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა მოგვიანებით ის გაუქმდა.