logo
ENG



გაბუნია: რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს დაცვის მთავარ საშუალებას - პირბადეს, რისკი მაღალია

03 თებ 202111:29
3 წუთის საკითხავი
clock 506
გაბუნია: რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს დაცვის მთავარ საშუალებას - პირბადეს, რისკი მაღალია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, რესტორნების დაუმოჩლებლობა აბსოლუტურად მიუღებელია, ვინაიდან  რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს ნიღაბს, რაც არის დაცვის მთავარი საშუალება. შესაბამისად, მისი თქმით, რესტორანში ვირუსის გავრცელების რისკი ითვლება მაღალ რისკად. 

გაბუნია ამბობს, რომ საუბარია თანმიმდევრულ გახსნაზე და ეს, პირველ რიგში, ტრანსპორტს, შემდეგ კი სკოლას შეეხება. 

"ეს არის ლოგიკური თანმიმდევრობა. 

როცა არის რისკის მაღალი დონე, ასეთი ტიპის ექსპერიმენტირება არის სრულიად დაუშვებელი. ეტაპობრივი თანმიმდევრობა და მეცნიერულად დასაბუთებული საფუძვლები არის ის, რასაც გახსნის პროცესში ვიყენებთ.

გახსნა უნდა იყოს მდგრადი. დღეს გავხსნათ და ხვალ ისევ დასაკეტი გაგვიხდეს, ეს უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს. თითოეული 100 ინფიცირებულიდან 1 არის ლეტალური. ამდენად ასეთი ტიპის დაშვებები აბსილუტურად მიუღებელია". - თქვა გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა დაუმორჩლებლობის გამოცხადება და თვითნებურად გახსნა 6 თებერვალს დააანონსეს. გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან ქოქიაშვილმა თქვა, რომ დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, მთავრობა მათ ინტერესებს არ ითვალისწინებს და შესაბამისად, დაუმორჩილებლობა ერთადერთ გამოსავლად დარჩა. 

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები რამდენიმე კვირაა, გახსნას ან გახსნის გეგმას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სამსახურის და შემოსავლის გარეშე 250 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს სფერო დროზე არ გაიხსნება, კაფე-ბარების და რესტორნების უდიდესი ნაწილი გაკოტრდება და ფუნქციონირებას ვერც აღადგენს. 


close დახურვა