logo
ENG



პაპმა ფრანცისკემ ისტორიაში პირველად სინოდის მდივნის მოადგილედ ქალი დანიშნა

07 თებ 202120:19
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/07/834pxunbu7hub55.jpg
ფოტო: BBC

პაპმა ფრანცისკემ ისტორიაში პირველად ეპისკოპოსთა სინოდის მდივნის მოადგილედ ქალი დანიშნა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედიის ინფორმაციით, და ნატალი ბეკარტი საფრანგეთიდან არის. მას სინოდში ხმის მიცემის უფლება ექნება. თავის მხრივ სინოდი პაპის მრჩეველი ორგანოა და კათოლიკე ეკლესიაში ყველაზე სადაო თემებზე მსჯელობს.

დედა ნატალი ბეკარტი სინოდის კონსულტანტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. 

ბოლო წლებში, ეპისკოპოსთა სინოდზე განიხილეს დოქტრინის საკითხები, მათ შორის განქორწინებულ და დაქორწინებულ კათოლიკეებთან მოპყრობის წესი. 

სინოდის გენერალური მდივნის, კარდინალ მარიო გრეკის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ნათელი გახდა, რომ პაპს უნდა ქალებმა ეკლესიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ.


close დახურვა