logo
ENG



მიტროპოლიტი გელათზე: ეს ყველას დანაშაულია, რომელიც ვრცელდება ერზე, ბერზე და მთავრობაზე

08 თებ 202115:55
3 წუთის საკითხავი
clock 1281
2021/02/08/jsi3buufhhtm9zf.png

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი აცხადებს, რომ გელათში შექმნილი ვითარება ყველას პასუხისმგებლობის საკითხია. 

რაც შეეხება მონასტრის მდგომარეობას, სასულიერო პირის თქმით, "დროებითი გადახურვა დროებითი მცდელობაა და სრულად დამთავრებას სპეციალისტები სჭირდებიან".

"ყველას დანაშაული იმიტომ არის რომ პასუხისმგებლობა ეროვნული ღირებულების კულტურულ ძეგლზე თანაბრად ყველასია. უნდა ვიცოდეთ, როგორ შენდებოდა და რომ უნდა ამ ყველაფერს მოვლა-პატრონობა. დანაშაული ასევე ვრცელდება დიდზე, პატარაზე, ერზე, ბერზე, მთავრობის წარმომადგენლებზე, იმიტომ, რომ ყველა საქმეს არც ფული აკეთებს და არც მხოლოდ მეცნიერი, არამედ აკეთებს სიყვარული.

იყო პერიოდი, როდესაც ადამიანები ანგრევდნენ ტაძრებს, ეს ცოდვა არ განელდება, თუ მომავალმა თაობამ ეს არ დაინახა, არ შეაფასა და ცხოვრების განმავლობაში არ გამოასწორა", - განაცხადა მეუფე დავითმა. 

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა, თუმცა ამ პროექტმა ზამთარში გელათის ფრესკები ვერ დაიცვა, რადგან სახურავი ისევ დაზიანდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს. 


close დახურვა