logo
ENG



დეკანოზი თამაზი: მოვუწოდებ სინოდს, გულწრფელად მოუსმინოს დეკანოზ ილია ჭიღლაძეს

13 თებ 202113:49
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოზი თამაზი: მოვუწოდებ სინოდს, გულწრფელად მოუსმინოს დეკანოზ ილია ჭიღლაძეს

დეკანოზი თამაზ ლომიძე აცხადებს, რომ მხარდაჭერას უცხადებს მამა ილია ჭიღლაძეს, საპატრიარქოს კი მოუწოდებს, მოუსმინონ სასულიერო პირს და არ დასაჯონ ის. 

"შეუძლებელია ვერ დაინახოს კაცმა, რომ მისი აქტიურობა, სტატიები თუ მიმართვები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ეკლესიის და ქვეყნის უანგარო სიყვარულით და არსებულ მძიმე პრობლემებზე გულწრფელი გულისტკივილითაა განმსჭვალული. შეუძლებელია, მამა ილიას სხვა რამ ამოძრავებდეს, გარდა მდგომარეობის გაჯანსაღებისა და ყველასთვის სასიკეთო ცვლილებებისა.

ასეთ სასულიერო პირებს ეკლესია კი არ უნდა სჯიდეს, არამედ უნდა უსმენდეს, მათ აზრს ითვალისწინებდეს და აწინაურებდეს. ვთხოვ და მოვუწოდებ წმინდა სინოდს, გულწრფელად მოუსმინოს დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და არა სასჯელის ენით ესაუბროს, არამედ რეალურად გაითვალისწინოს და შეცვალოს ის, რაც მამა ილიას და ათასობით წესიერ მორწმუნე ადამიანსაც ნამდვილად აწუხებს დღევანდელ საეკლესიო ცხოვრებაში. ჩემი მხურვალე მხარდაჭერა დეკანოზ ილია ჭიღლაძეს". - დაწერა მან ფეისბუქზე

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა სხდომის 11 თებერვალს გამოქვეყნებულ ოქმში მიუთითა, რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ სინოდალური კომისია იმსჯელებს. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ "დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახური, დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით". 

სინოდის განჩინებას გამოეხმაურა თავად ილია ჭიღლაძეც და საპატრიარქოს "წითელი" და "ერის მაზობმირებელი" უწოდა, რომელიც ქრისტეს და ეკლესიას შეურაცხყოფს. 


close დახურვა