logo
ENG



შსს: პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 20 ადამიანი დავაკავეთ

19 თებ 202118:24
3 წუთის საკითხავი
 
შსს: პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 20 ადამიანი დავაკავეთ
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 20 პირი არის დაკავებული.

როგორც ფორმულას უწყებაში განუცხადეს, ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოსთან კარვის გაშლა უნდოდათ, თუმცა აქციის მონაწილეებისთვის საპროტესტო ინვენტარის წართმევა პოლიციამ ძალადობის გამოყენებით სცადა. 

აღსანიშნავია, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები ახლაც არიან მობილიზებული.


close დახურვა