logo
ENG



"პოლიციამ კარავი მოიპარა" - პარლამენტთან კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

19 თებ 202116:35
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, ისევ ხმაური და დაპირისპირებაა.

ვითარება ადგილზე მას შემდეგ ისევ დაიძაბა, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა, აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავების შემდეგ, პარლამენტის წინ კარვის გაშლა დააპირა. ამის უფლება მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

დაპირისპირების დროს პოლიციამ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ვითარების დაძაბვის დროს, პოლიციამ მას კარავი მოჰპარა. მისივე თქმით, ის კარვის გაშლას ისევ შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.  

ფორმულა დაკავებულების შესახებ ინფორმაციის გარკვევას შსს-სთან ცდილობს.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა პარლამენტის წინ კარვების გაშლა სცადეს. აქციის მონაწილეების თქმით, პირველი დაპირისპირების დროს 10-მდე აქტივისტი დააკავეს.

 


close დახურვა