logo
ENG



პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

22 თებ 202121:47
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2-მა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

ნდობის მისაღებად მთავრობას 76 ხმის მიღება სჭირდებოდა. მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახეა - თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.


close დახურვა