logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, ენმ-ის ოფისში შეიარაღებული აგენტ-პროვოკატორის შეგზავნაა დაგეგმილი

22 თებ 202121:43
3 წუთის საკითხავი
clock 5492

სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, ფორმულასთვის ნაციონალური მოძრაობის ოფისში დაგეგმილი შტურმის სცენარის დეტალები გახდა ცნობილი.

ჩვენი ინფორმაციით, შენობაში შეიარაღებული აგენტ-პროვოკატორის შეგზავნაა დაგეგმილი, რომელიც სამართალდამცველების გამოჩენისთანავე მათთან კონფლიქტში შესვლას შეეცდება. სწორედ შეიარაღებული აგენტ-პროვოკატორის მიერ კონფლიქტის პროვოცირება გახდება შტურმის დაწყების სამართლებრივი საფუძველი.

ასევე, ფორმულას ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის ოფისის შტურმისთვის უკვე მობილიზებულია რუსთავის, გორის, თბილისის პირველი და მესამე სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმები. თბილისის პირველ სამმართველოს რომან ცეცხლაძე, ხოლო მესამე სამმართველოს გია ბერაძე ხელმძღვანელობს.

სპეცოპერაციის ხელმძღვანელად დანიშნულია ზვიად ხარებაშვილი, მეტსახელად ხარება. ასევე, მობილიზებულია თბილისის სპეციალური დანიშნულების რაზმი ხვიჩა ზაქაიძის ხელმძღვანელობით.


close დახურვა