logo
ENG



დეგნანი: გაგრძელდება ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან დიალოგი

23 თებ 202121:57
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/23/6emn77pw7k2i0zv.png

აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მოკლე კომენტარის სახით თქვა, რომ მხარეებთან დიალოგი გაგრძელდება. შეხვედრის სხვა დეტალებზე ელჩმა ჟურნალისტებს არ უპასუხა.

"სასარგებლო შეხვედრა იყო, მოვისმინეთ ოპოზიციის შეშფოთება, ვაფასებ, რომ შეხვედრაზე მოვიდნენ, ჩვენ გავაგრძელებთ ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან დიალოგს, რათა მოვნახოთ გამოსავალი", - თქვა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ამავე შეხვედრის დატოვების შემდეგ, ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ მათ ელჩებს უკვე გაჟღერებული მოთხოვნები გააცნეს, მათ შორის, ნიკა მელიას გათავისუფლება და მის მიმართ დევნის შეწყვეტაც. ბოკერიას თქმით, მხოლოდ დასახელებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში ექნება აზრი ხელისუფლებასთან დიალოგს. 

მანამდე, ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა არაერთი საელჩო თუ უცხოელი პოლიტიკური ლიდერი. 

დღეს, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. სპეცრაზმმა შენობაში მყოფი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.


close დახურვა