logo
ENG



ლევან იოსელიანი: მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

26 თებ 202116:04
3 წუთის საკითხავი
 
ლევან იოსელიანი: მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით
ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან იოსელიანის თქმით, მოქალაქეები დაიღალნენ "განუწყვეტელი აქციებით" და მისი პარტია ამას არ შეუერთდება. პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას იოსელიანმა აღნიშნა, რომ მათი ამოცანაა საარჩევნო რეფორმა მივიდეს ბოლომდე. 

მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ლეგიტიმურია და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნასთან ისინი სოლიდარულები არიან. 

"ჩვენი მოქალაქეებუი დაიღალნენ განუწყვეტელინ დაპირისპირებით და დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით. 

NDI-ის ბოლო კვლევაში მოქალაქეების 80 პროცენტი ამბობს, რომ პროცესმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში. ესაა ერთ ერთი სწორი გამოსავალი. ამიტომ მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა.

ჩვენ არ შევუერთდებით აქციებს. ჩვენ კონკრეტული ამოცანა გვაქვს, რისთვისაც ვართ პარლამენტში და ეს არის საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რაც არის გადამწყვეტი ამ ქვეყნისთვის. თუ არჩევნებს ექნება ნდობა, აწი არასოდეს აღარ იქნება ასეთი ღრმა პოლიტიკური კრიზისი, არც აქციების საფუძველი გახდება არჩევნები და არც დაპირისპირების", - ამბობს ის. 

მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრიდან მოქალაქეების ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი შევიდნენ. მათ 30 იანვარს ხელისუფლებასთან გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ პარლამენტში სადეპუტატო ადგილები დაიკავეს. პარლამენტში ოპოზიციის მანდატები დაიკავეს, ასევე პატრიოტთა ალიანსს გამოყოფილმა ევროპელმა სოციალისტებმა, რომლებიც იქ პარტიის სიიდან მას შემდეგ მოხვდნენ, რაც ალიანსის ლიდერებმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. 

ოპოზიციის დიდი ნაწილი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ისინი ახალი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიცია ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. 


close დახურვა