logo
ENG



იმნაძე: არ ვიყავი ბოლომდე ის... რომ ჩინური ვაქცინით დაგვეწყო ქვეყანაში [ვაქცინაცია]

02 მარ 202122:20
3 წუთის საკითხავი
 
იმნაძე: არ ვიყავი ბოლომდე ის... რომ ჩინური ვაქცინით დაგვეწყო ქვეყანაში [ვაქცინაცია]

"არ ვიყავი ძალიან, ბოლომდე ის... რომ ჩინური ვაქცინით დაგვეწყო ქვეყანაში [ვაქცინაცია]", - ასე, დაუსრულებელი ფრაზით პასუხობს  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრში დასმულ კითხვას, ეთქვა "ერთი შეცდომა, რომელიც პროცესში დაუშვა".

მანამდე, მან აღნიშნა, რომ ორი თვის წინ, მზად იყვნენ, ჩინური ვაქცინა შემოეტანათ ქვეყანაში, თუმცა ამაზე "ამბავი ატყდა". 

"ჩინურ ვაქცინაზე რომ ვთქვით, დაახლოებით ორი თვის წინ, რომ მზად ვართ შემოვიტანოთ ჩინური ვაქცინა-თქო, რა ამბავი ატყდა, გახსოვთ? კადრებს რომ ატრიალებდნენ, ცალკე თენგიზ ცერცვაძეს ატრიალებდნენ, კარგით, რა", - ამბობს იმნაძე.

წამყვანის დაზუსტებაზე, თუკი ასეთი თავდაჯერებულები იყვნენ ჩინურ ვაქცინაზე, რატომ არ შემოიტანა სახელმწიფომ? - პაატა იმნაძე პასუხობს, რომ "იქნება, ისიც იქნება". 

ჩინური ვაქცინების, სინოვაკისა და სინოფარმის სანდოობის საკითხი იანვარში განიხილებოდა, როდესაც ეს პრეპარატები ჯერ კიდევ კვლევების ეტაპზე იყო ჩინეთს საზღვრებს მიღმა და სხვადასხვა ქვეყნები მათი ეფექტიანობის სხვადასხვა მონაცემს აქვეყნებდნენ.  

მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილენ, თამარ გაბუნია აცხადებდა, რომ კოვაქსის პლატფორმაზე, სავარაუდოდ, იქნება ჩინური ვაქცინაც, თუმცა მისი ავტორიზაციის სტატუსი უცნობია. მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კი თქვა, რომ გამორიცხავს ჩინური ვაქცინის საქართველოში შემოტანას. 

"ცალსახად, ჩვენ ვსაუბრობთ "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე. ჩინურ ვაქცინას ამ პერიოდისთვის არ გააჩნია საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა", - ამბობდა მინისტრი. 


close დახურვა