მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა. მანამდე გიორგობიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავება.
გიორგობიანი შსს-მდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
"საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საქმიანობამდე, ნინო გიორგობიანს აქტიურ ჟურნალისტიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურში", - ნათქვამია ინფორმაციაში.