logo
ENG



ბოლო 24 საათში COVID 19-ის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობა 1.16%-ია

15 მარ 202110:46
3 წუთის საკითხავი
 
ბოლო 24 საათში COVID 19-ის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობა 1.16%-ია

ბოლო 24 საათში COVID 19-ის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობა 1.16%-ია

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ჩატარდა 13 730 ტესტი, მათ შორის 9 275 ანტიგენის და 4 455 PCR ტესტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 275 148-ია.

14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.53 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.41%.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 2 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 650 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 328 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 268 565-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 159 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 89 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 3, შიდა ქართლი - 12, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 6, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 907, საიდანაც: 1 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  698, აჭარაში - 139, იმერეთში - 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 269 პირი, მათ შორის, თბილისში - 116, აჭარაში - 23, იმერეთში - 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში - 50, აჭარაში- 3, იმერეთში - 10. 131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 - თბილისში, 30 - აჭარაში.  1 418 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 211 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 93, ხოლო აჭარაში - 14. სულ  6 ოქტომბრიდან - 14 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 23 642 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 322 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 544 პირი, აჭარაში - 477, იმერეთში - 647.


close დახურვა