
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს განხორციელდა კიბერთავდასხმა, რის გამოც PARLIAMENT.GE-ზე დომეინზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"ვებგვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები", - ნათქვამია განცხადებაში.