საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა განმარტავს, რომ ქვეყნის უმეტეს ნაწილში შუქი საქართველო-თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი ხაზის გათიშვას უკავშირდება. კერძოდ, მათი ცნობით, გაითიშა 400კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი "მესხეთი", რის გამოც შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი. შედეგად, ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა", - აცხადებენ სახელმწიფო ელექტროსისტემაში.
დაახლოებით 1 საათის წინ თბილისის ნაწილში და ზოგ რეგიონში ელექტროენერგია გაითიშა. თელასში ფორმულას განუცხადეს, რომ სისტემური ავარიაა და თელასს ელექტროსისტემიდან არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.
