
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავეს, რომელსაც დროებით საცხოვრებელში სუბოქსინის 502 აბი, მეტამფეტამინის შემცველი 13 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება 849 აბი და 12 ნატეხი MDMA.
დაკავებული თურქეთის 1973 წელს დაბადებული მოქალაქეა - მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებს ედავება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.