თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას აქვეყნებს.
კალაძის თქმით, მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია დაუდასტურდა, რის გამოც საზოგადოებაში ხშირად ვერ ჩნდება და სამედიცინო კვლევებს იტარებს.
„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ", - წერს კახა კალაძე.