logo
ENG



კვარაცხელიას გოლმა საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან პირველი ტაიმი მოაგებინა

28 მარ 202120:51
3 წუთის საკითხავი
clock 866
2021/03/28/um4xcn5asi2cxz3.jpg

საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრებს გოლი გაუტანა. პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ანგარიში გახსნა - 1:0.

ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩი, თბილისის დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყო.

მატჩში ამ წუთებში 15 წუთიანი შესვენებაა გამოცხადებული. 

შეგახსნებთ, რომ მატჩს სტადიონზე გულშემატკივრის 30% ესწრება. გარდა ამისა, ბილეთების მფლობელებს დღეს ე.წ. კომენდანტი საათიც არ შეეხება და მათთვის მუნიციპალური ტრანსპორტი 01:00 საათამდე იმუშავებს. 

 


close დახურვა