logo
ENG



ბოლო 24 საათში გამოვლინდა COVID 19-ის 464 შემთხვევა, გარდაიცვალა 7 ადამიანი

04 აპრ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock 1120

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ჩატარდა 15 649 ტესტი, მათ შორის 8 002 ანტიგენის და 7 647 PCR ტესტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი სულ 283 833 ადამიანს დაუდასტურდა.

3 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.97 %-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.85 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.01 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 454 პირი, = ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 274 599-მდე.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 7 ადამიანი. 

​პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 811 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 464 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა - 57, იმერეთი - 28, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 23, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 49, კახეთი - 7, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

 ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 397, საიდანაც: 1 822 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 853, აჭარაში - 266, იმერეთში - 306. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 342 პირი, მათ შორის, თბილისში - 147, აჭარაში - 37, იმერეთში - 80.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 73 პირი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 3, იმერეთში - 6. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 141 - თბილისში, 85 - აჭარაში. 3 344 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 


close დახურვა