
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 228-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 425 ადამიანი, 11 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 211 კვლევა, აქედან 5 090 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 4 121 PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2.48%-ია, ბოლო 14 დღის - 1.85%, ბოლო 7 დღის - 2.1%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 111 შემთხვევა;
- აჭარა - 16;
- იმერეთი - 19;
- ქვემო ქართლი - 5;
- შიდა ქართლი - 17;
- გურია - 20;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20;
- კახეთი - 5;
- მცხეთა-მთიანეთი - 6;
- სამცხე-ჯავახეთი - 4;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 5 189 აქტიური შემთხვევაა. 1 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 879, აჭარაში - 293, იმერეთში - 303. მძიმე პაციენტია 364 პირი, მათ შორის, თბილისში - 165, აჭარაში - 45, იმერეთში -77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 69 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში - 3, იმერეთში - 6. 218 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 128 - თბილისში, 85 - აჭარაში. 3 095 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 219 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 98, ხოლო აჭარაში - 10. თვითიზოლაციაში იმყოფება 9 688 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 125 პირი, აჭარაში - 1 226, იმერეთში - 1 012.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 284 061-ს შეადგენს. აქედან 275 024 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 822 გარდაიცვალა.