logo
ENG



სამხარაძის მუქარა მაქარაშვილს: ФСБ-ს ნომრიანი აგენტია! მაგარ სურპრიზს ვუმზადებთ

05 აპრ 202112:15
3 წუთის საკითხავი
 
სამხარაძის მუქარა მაქარაშვილს: ФСБ-ს ნომრიანი აგენტია! მაგარ სურპრიზს ვუმზადებთ

ქართული ოცნების დეპუტატი, პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე მოძრაობა სირცხვილიას მიმართ მორიგ სალანძღავ პოსტს აქვეყნებს, რომლის კომენტარშიც აქტივისტ გიგა მაქარაშვილს ემუქრება. 

კერძოდ, სამხარაძეს გაზიარებული აქვს სირცხვილიას პოსტი ბათუმის ორგანიზაციაში ოცნების აქტივისტების მისვლაზე, კომენტარში კი აქტივისტ გიგა მაქარაშვილზე წერს:

"არავინ ჩალიჩობს, რამე მიაკეროს! ФСБ-ს ნომრიანი აგენტია! მაგარ სურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას". 

დეპუტატი სამხარაძე გამოირჩევა ოპოზიციონერებისა და აქტივისტების მიმართ შეურაცხმყოფელი საჯარო განცხადებებით.

მანამდე მან პარტია ახალი საქართველოს ყოფილ თავმჯდომარეს გოგი წულაიას აგინა და სხვა ფეისბუქმომხმარებლებსაც იმავესკენ მოუწოდა

ფეისბუქპოსტში პარლამენტის დეპუტატმა სხვა ფეისბუქმომხმარებლებს მიმართა და განაცხადა, რომ გოგი წულაიას არშემგინებლები "დორბლიანი ნაცები" არიან, თავისივე პოსტის კომენტარებში კი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აგინა. 

"ვინც მაგას არ შეაგინოს, ის იყოს დორბლიანი ნაცი! ის იყოს გვარამია და სააკაშვილი! ის იყოს არა ქუთაისელი", - წერს სამხარაძე წულაიაზე, - "კომენტარებში შევაგინებ". 

გუშინ, 4 მარტს ქართული ოცნების აქტივისტებმა ბათუმში "ცოცხების აქცია" გამართეს. აქციის მონაწილეებმა მოძრაობა სირცხვილიას და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ოფისებთან სტიკერები გააკრეს. ენმ-ის ოფისთან მათ გამოჩენას ხმაური მოჰყვა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებდნენ, რომ კონტრაქციის მონაწილეთა უმრავლესობა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანია და პარტიულ დავალებებს ასრულებს.


close დახურვა