logo
ENG



"დაგმარხავ მაგ ევროპაში" - მოქალაქე ამბობს, რომ სამხარაძე ემუქრება, დეპუტატი უარყოფს

21 მარ 202308:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/21/7k5t9dv4ctheos9.jpg

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმოწერის ფოტოებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე ემუქრება.

გამოქვეყნებული მიმოწერის თანახმად, სამხარაძე სულაშვილს ეუბნება, რომ "მისი ხალხი" მიაკითხავს და "მიწიდან ამოთხრის". ის მოქალაქეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება.

განახლება: სულაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი და განაცხადა, რომ ეს მიმოწერა მას არ ეკუთვნის.

დიმიტრი სამხარაძე ცნობილია თავისი შეურაცხმყოფელი პოსტებით ოპონენტების მიმართ და ხშირად ავრცელებს მუქარის შემცველ პოსტებს. 2022 წლის 3 ივლისს პარტიის ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებს სამხარაძემ აგინა. გინების ვიდეო მან Facebook-ზე დადო, მოგვიანებით კი წაშალა. მანამდე მან დაწერა: "10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს".


close დახურვა